Loading data...
სამეგრელოში კაცმა მამა-შვილი დაჭრა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.