Loading data...
სამების ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დაიწყო - მსახურებას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.

მსახურებას კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.