1774176532
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრის მიმართულებით პატრიარქის გადასვენების პროცესია მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძრიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გამოსვენების პროცესია მიმდინარეობს.
სიონის ტაძრამდე გზაზე მოწყობილია ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.
უწმინდესს სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.