Loading data...
სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი მთელი ღამე არ შეწყვეტილა - პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან

სამების საკათედრო ტაძართან ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება - სავსეა ეკლესიის ეზო და მიმდებარე ქუჩები. კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგების მსურველები საკუთარ რიგს საათები ელოდებიან. იკრიბება მრევლი, მოქალაქეები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან, სასულიერო პირები, სხვადასხვა უწყების თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ვატიკანის დელეგაციასაც ელოდებიან.

22 მარტს ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე, სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს, გარდაიცვალა. პატრიარქს 22 მარტს, მისი ანდერძის თანახმად თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.