Loading data...
21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ ემსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, დაინიშნა უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. მგზავრებს, ასევე, უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.