1784965315
საზოგადოება
სახელმწიფო ელექტროსისტემა: 10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა
10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა, - აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში.
ამავე ცნობით, ავარიის დაფიქსირებისთანავე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა.
„ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.