Loading data...
სახალხო დამცველის აპარატი: ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უსამძიმრებს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, ასევე სრულიად ქრისტიანულ საზოგადოებას.

ილია მეორემ თავისი ძალისხმევით, დაუღალავი შრომითა და მტკიცე რწმენით შეძლო ეკლესიის როლისა და მნიშვნელობის გაძლიერება, არაერთი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყნის მრევლისთვის სულიერი ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცება.

მისი, როგორც ძლიერი პატრიარქის მოღვაწეობას, ისტორია განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს“, - წერს სახალხო დამცველის აპარატი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.