1745258997
საზოგადოება
სახალხო დამცველი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო და ქართველ კათოლიკეებს, ასევე, ყველა მოქალაქეს ამ რთულ დროს სულიერ სიმტკიცეს უსურვებს“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.