Loading data...
კით კელოგი: ნატოში უკრაინის წევრობა არ განიხილება

„ნატოში უკრაინის წევრობა არ განიხილება“, - ამის შესახებ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა 90 დღის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთა ომის დასასრულებლად, ვიდრე მანამდე, 900 დღის განმავლობაში გაკეთდა.

„ვფიქრობ, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, რადგან დავიღალეთ იმით, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა საკითხი მსოფლიოში, რომელშიც შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული. და ეს ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა.

ჩვენ წარმოვადგინეთ ის, რასაც მე ვუწოდებ პირობების სიას. ეს ასე გამოიყურება უკრაინელებისთვის მომავალში. ისინი დაბრუნდნენ კიევში, შემდეგ კვირას დაბრუნდებიან ლონდონში და ჩვენ ვიტყვით, როგორ გამოიყურება ეს? მერე რუსებს მივმართავთ და ვეტყვით, როგორ გამოიყურება თქვენი პირობების სია. შემდეგ ერთად შევკრებთ. ერთ მაგალითს მოვიყვან. მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა, ნატო არ განიხილება. თქვენ არ გახდებით მისი ნაწილი. ეს არის რაღაც, რაც ახალი არ არის.

ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ 2008 წლიდან, როდესაც ელჩმა ბერნსმა უთხრა კონდოლიზა რაისს, რომ ეს გადაჭარბებული იყო“, - აღნიშნა კელოგმა.