Loading data...
საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს.

პროკურორებმა მორიგი შეხვედრა ქუთაისის 1 და 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართეს.

საინფორმაციო შეხვედრაზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივი ასპექტები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ასევე გაეცნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობას.

აღინიშნა, რომ კოორდინატორის პრიორიტეტია დაზარალებულთა და მოწმეთა ინტერესების დაცვა, მათი ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი (მეორეული) ვიქტიმიზაციის პრევენცია.

მსგავსი აქტივობების მთავარ მიზანს მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.