1779282505
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1034 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1079 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0587 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 მაისს შევა ძალაში.