Loading data...
საქართველოს პრეზიდენტმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ავალას მთაზე უცნობი გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მიხეილ ყაველაშვილი ავალას მთაზე დელეგაციის წევრებთან: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან - ირაკლი მეზურნიშვილთან, ირმა ზავრადაშვილთან, გურამ მაჭარაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ქეთევან კვინიკაძესთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ცერემონიის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.