Loading data...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა მეუფე შიომ აღავლინა.

მიხეილ ყაველაშვილმა მრევლს ამბიონიდან მიმართა. „დღემდე მოვედით აქამდე, მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, სწორედ რწმენით. ამ რწმენაში არის გათავისებული ჩვენი იდენტობაც, ჩვენი კულტურაც, ჩვენი წარმომავლობაც“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.