Loading data...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 8 ახალგაზრდა გაივლის სტაჟირებას

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 8 ახალგაზრდას შეხვდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ანაზღაურებად სტაჟირებას ახალგაზრდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 3 თვის განმავლობაში გაივლიან.

ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა სტაჟიორებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო, აგრეთვე, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მუშაობასა და როლზე ესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

სტაჟირების პერიოდში ახალგაზრდები პრაქტიკულ სამუშაო პროცესებში ჩაერთვებიან. დაგეგმილია აგრეთვე საერთო შეხვედრების ციკლი ცენტრის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან, რომლებიც დეტალურად გააცნობენ ახალგაზრდებს მათი საქმიანობის სპეციფიკას.