Loading data...
საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა

საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა.

თამარ ბაგრატიონი დედის დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს იუსტიციის მინისტრთან პაატა სალიასთან, დეპუტატებთან - ნინო წილოსანთან, ეკა ჭიჭინაძესთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

პირველმა ლედიმ პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

მსჯავრდებულებმა თამარ ბაგრატიონს და სხვა სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.