1767783264
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.
თამარ ბაგრატიონი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
პირველმა ლედიმ საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2 000 წლიდან, თბილისში ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.