Loading data...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს გაიმართება

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შედგება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

„კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოარჩია.