1748721857
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.