Loading data...
ანდრეი ერმაკი: სტამბოლში უკრაინამ რუსეთს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ

სტამბოლში მოლაპარაკებების დროს უკრაინამ რუსეთის წარმომადგენლებს გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე იტყობინება. 

ერმაკის თქმით, საუბარია, ასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთის მიერ არის მიტაცებული. 

„უკრაინელი ბავშვების დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის განუყოფელი ნაწილია და ნდობის მთავარი ელემენტი, განზრახვების გულწრფელობის პირველი გამოცდა. ჩვენ პასუხს ველოდებით. ბურთი რუსეთის მოედანზეა. ნამდვილი კეთილსინდისიერება სიტყვები კი არა, საქმეებია. ახლა ამის დამტკიცების დროა“, - აცხადებს ერმაკი. 

ინფორმაციისთვის, სტამბოლში 2 ივნისს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა.