Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“

„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში. 

„მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107 მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს გაეროში დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“, - ნათქვამია განცხადებაში.