Loading data...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ალავერდობის სადღესასწაულო ღამის თევის მსახურება ჩატარდება.

წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა და იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმინდა იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც დღეს ალავერდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვრისგან, რომელზეც უფალი აწამეს.

ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. დიდი შრომის შედეგად იქ ალავერდის მონასტერი შეიქმნა. მალე წმ. იოსების ღვაწლით ამ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა.