Loading data...
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყაზახ - საგურამოს DN 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 61,5 – 43,4 კილომეტრებს შორის სარემონტო-სარეაბილატაციო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყაზახ - საგურამოს DN 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 61,5 – 43,4 კილომეტრებს შორის სარემონტო-სარეაბილატაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყაზახ - საგურამოს DN 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 61,5 – 43,4 კილომეტრებს შორის სარემონტო-სარეაბილატაციო სამუშაოები დაასრულა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.