საქართველოს ბანკის პარასკევის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების გაკეთებას განაგრძობს.
ამჯერად, ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, sCool და Student card-ის მფლობელებს პარასკევის შემდეგი სიახლეები ელოდებათ:
9 მაისს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს Body shop-ში 40%-იანი ქეშბექით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. (sCool card-ით გადახდისას მაქსიმუმ 50 ლარს, ხოლო Student card-ით გადახდისას მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებენ.)
ინფორმაციისთვის, მოსწავლემ sCool Card-ის შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროს.
გარდა ამისა, 10-11 მაისს, Mconald’s-ში მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას 20%-იანი სქულების ქეშბექით ისარგებლებენ (მაქსიმუმ 20 ლარის სქულა დაუბრუნდებათ). ხოლო, 16, 17 და 18 მაისს, Mugsy’s Burger-სა და sCool Big Sam-ში მოსწავლეები და სტუდენტები 40%-იანი ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 20 ლარს).
აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის sCool და Student card-ით გადახდისას.
თუ ჯერ არ გაქვთ მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით შეუკვეთთ და ციფრულ ბარათს გაიაქტიურებთ, სულ რამდენიმე წამში. ფიზიკური ბარათის მიღებას კი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ.