Loading data...
რომის ახალი პაპი ამერიკელი რობერტ ფრენსის პრევოსტი გახდა

მსოფლიოს 1.4 მილიარდ კათოლიკეს ახალი ლიდერი ჰყავს. სიქსტეს კაპელას სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რის შემდეგაც, მალევე, გახდა ცნობილი, რომ კათოლიკური ეკლესიის მმართველი კარდინალი რობერტ პრევოსტი იქნება. ის პირველი ამერიკელი პაპია სახელით პაპი ლეო XIV.

ახალი პაპის ვინაობა უფროსმა კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ გამოაცხადა, რომელიც კონვენციის თანახმად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე გამოჩნდა და ხმამაღლა თქვა: „Habemus Papam!“ - „ჩვენ გვყავს პაპი!“

133 კარდინალმა, ორდღიანი რთული საარჩევნო პროცესის შემდეგ, ხმათა ორი მესამედით, კათოლიკური ეკლესიის ახალი ხელმძღვანელი აირჩია. წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხი, მაღალი ბაზილიკიდან გამომავალ ზარებს, ოვაციით შეხვდა.