საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ „გემო ფესტთან“ და ფრიდაიდის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დანიშნა
21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა.
დამატებითი ავიარეისები, რეგულარული რეისების პარალელურად, 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
19 თებერვალი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა 13:00
19 თებერვალი: მესტია - ნატახტარი, გაფრენა 14:15
19 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:45
19 თებერვალი: მესტია - ნატახტარი, გაფრენა 17:15
20 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:00
20 თებერვალი: მესტია - ნატახტარი, გაფრენა 16:30
22 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:00
22 თებერვალი: მესტია - ნატახტარი, გაფრენა 16:30
23 თებერვალი: ნატახტარი - მესტია , გაფრენა 15:30
23 თებერვალი: მესტია - ნატახტარი, გაფრენა 17:0023 თებერვალი: მესტია - ნატახტარი, გაფრენა 17:00
ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გემო ფესტისა 🍷🧀 (21-22 თებერვალი) და ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატის 🏂🌍 (21-28 თებერვალი) პერიოდში მესტიის მიმართულებით 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა.
დამატებითი ფრენები 19-23 თებერვალს, რეგულარული რეისების პარალელურად შესრულდება.
🎫 განრიგის სანახავად გადადი ბმულზე