1771419798
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6778 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1692 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1724 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0612 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 19 თებერვალს შევა ძალაში.