Loading data...
„საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“-ის მიერ, შემოსავლების სამსახურის შესახებ მცდარი SMS შეტყობინება ვრცელდება

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით „საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“ მიერ, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები, თითქოს ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ მისამართებზე - თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N68 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N16“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

„ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მისამართებზე არ ფუნქციონირებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. ამასთან, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს, საკუთარი ინიციატივით/თვითნებურად, აწვდიან შემოსავლების სამსახურთან გადაუმოწმებელ/დაუზუსტებელ ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808“-ს უზრუნველყოს მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება.

აქვე, დამატებით კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს, მოქალაქეთა სერვისცენტრში მიუსვლელად, ელექტრონული დეკლარირების საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - „RS ჩათი“ და „RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო-სატელეფონო ცენტრს 2 299 299.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და ნებისმიერი მათთვის საინტერესო ინფორმაცია გადაამოწმონ გადასახადების ადმინისტრირებაზე პასუხიმგებელ უწყებასთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.