1761714362
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ
დღეს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებენ.
სარჩელის ავტორები „ქართული ოცნება“, პოლიტიკური ჯგუფები - „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ არიან.
ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, სარჩელი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“, გვარამია-მელიას პარტიისა და „ლელოს“ აკრძალვას ითვალისწინებს, საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული პარტიები ანტიკონსტიტუციურად და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.