Loading data...
რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციას, სულ მცირე, 80 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი პოლიციელი

რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია.

მთავრობის განცხადებით, დაკავებულია 56 ადამიანი. მასშტაბურ სპეცოპერაციაში უშიშროების 2 ათას 500 თანამშრომელი და 32 ჯავშანტრანსპორტიორი მონაწილეობდა.

ხელისუფლების ცნობით, ეს იყო ყველაზე დიდი სპეცოპერაცია, რომელიც აქამდე ჩატარებულა, რის გამოც დაახლოებით, 50 სკოლა იყო დახურული, შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.