Loading data...
საინგილოს ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ელიაზე, საინგილოს ქ.N7-ის მიმდებარედ, 2200 კვ.მ. ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

ისნის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყო, საბაღე სკამები და სანაგვე ურნები განთავსდა, ასევე, ლედ სანათები დამონტაჟდა.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 254 580 ლარით დაფინანსდა.

სკვერი ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა, პარლამენტის დელეგატთან ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.