Loading data...
აშშ-მა ძირითადი ირანული ბირთვული ობიექტები მთლიანად გაანადგურა - ტრამპი

21-22 ივნისს ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ავიაციამ ირანის ბირთვული პროგრამის ძირითად ობიექტებზე წარმატებული საჰაერო იერიში განახორციელა. საუბარია ფორდოში, ნათანზიში და ისპაანში მდებარე ობიექტებზე. ტრამპის თქმით, ურანის გამდიდრების ირანული ობიექტები მთლიანად განადგურებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავის მხრივ, ისრაელმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა. ირანმა კი პირობა დადო, რომ ურანის გამდიდრებას გააგრძელებს და მისი ბირთვული ობიექტების სრული განადგურების შესახებ ინფორმაცია უარყო.

„ჩვენ განვახორციელეთ წარმატებული შეტევა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოში, ნათანზიში და ისპაანში. ყველა ჩვენი თვითმფრინავი ამჟამად ირანის საჰაერო სივრცის მიღმაა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.

ტრამპმა ამ ოპერაციას „უდიდესი სამხედრო წარმატება“ უწოდა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ტელემიმართვაში განაცხადა, რომ ირანის სამივე ბირთვული ობიექტი მთლიანად განადგურებულია და „ტერორიზმის ძირითადი სპონსორის მხრიდან ბირთვული საფრთხე ლიკვიდირებულია“.