1788069692
საზოგადოება
საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო.