საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თინათინ რუხაძე სტავროს ნიარხოსის ფონდის დირექტორთა საბჭოს უფროს მრჩეველს და ონასისის ფონდის აღმსრულებელ დირექტორს შეხვდა
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სტავროს ნიარხოსის ფონდის დირექტორთა საბჭოს უფროს მრჩეველს ვასილის კასკარელისს და ონასისის ფონდის აღმსრულებელ დირექტორს დიმიტრის თეოდოროპულოსს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აღნიშნულ ფონდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ხაზი გაესვა ათენსა და თბილისში ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, ასევე, საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებს კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ყურადღება გამახვილდა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტზე, რომელიც სტავროს ნიარხოსის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში გაიმართება.
თინათინ რუხაძემ შეხვედრების მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაადასტურა.
თინათინ რუხაძემ ონასისის ფონდის კულტურულ სივრცეში „ოსკარის“ მფლობელი რეჟისორის - იორგოს ლანტიმოსის პერსონალური ფოტოგამოფენა დაათვალიერა.