1775653515
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6965 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1519 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1153 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულება 0.0606 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 აპრილს შევა ძალაში.