Loading data...
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე სცენაზე გამოდის

ამ წუთებში მალტაში მიმდინარე საბავშვო ევროვიზიის 24-ე სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, 10 წლის დავით ლომიძე სცენაზე მე-15 ნომრად გამოდის.

„რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული ევროპელი მაყურებლის წინაშე სიმღერით „მზე სახურავებზე“ წარდგება.

პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ხმის მიცემა დროებით დასრულებულია. თექვსმეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც საქართველოს წარმომადგენლის მხარდაჭერას ხელმეორედ შეძლებთ.

როგორ მივცეთ ხმა განახლების შემდეგ:

  • ეწვიეთ ვებგვერდს: jesc.tv ან გადადით ბმულზე
  • უყურეთ მოკლე ვიდეოკოლაჟს
  • აირჩიეთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, შემდეგ კი დააჭირეთ ხმის მიცემის ღილაკს
  • ხმის მიცემა შესაძლებელია ერთი ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.