საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 22 ნოემბერს კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება 22 ნოემბერს, 00:00-იდან 06:00 საათამდე.
„დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა გრძელდება. ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო 22 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.