1779025546
საზოგადოება
რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა
რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღესრულა, რის შემდეგაც ტრადიციული სახალხო მსვლელობა მოეწყო.
საზეიმო მსვლელობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილეებთან - რამაზ ბუდაღაშვილთან, ფუად მირზოევთან, შალვა გურულიშვილთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.