1791888079
საზოგადოება
რუსთავში 12 წლის გოგო სიმაღლიდან გადმოვარდა
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სარეცხს ხსნიდა, რა დროსაც ფეხი აუცურდა და გადავარდა. ინციდენტის შედეგად გოგონას ფეხის მოტეხილობა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.