Loading data...
როგორ აირჩევა ახალი პატრიარქი - კანონიკური პროცედურები და წესები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II, 17 მარტს, საღამოს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ეკლესიაში იწყება კანონიკური პროცედურა, რაც განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით და რომლის შედეგადაც უნდა აირჩიონ ახალი პატრიარქი.

ახალი პატრიარქის არჩევამდე კი, გარდამავალ პერიოდში, ქართული ეკლესიის სათავეში იქნება ტახტის მოსაყდრე.

წმინდა სინოდის მოწვევა ხდება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს ორი თვისა. მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს.

შემდეგ ხდება პატრიარქობის კანდიდატების დასახელება. სინოდის თითოეულ წევრს აქვს უფლება, დაასახელოს ერთი კანდიდატი, მათ შორის, საკუთარი თავი.

შემდეგ ხდება სამი კანდიდატის შერჩევა.

სინოდი კენჭისყრით ირჩევს სამ კანდიდატს, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მიიღებენ. ამის შემდეგ, იკრიბება საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.

კრებაზე შესაძლებელია კანდიდატების განხილვა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. პატრიარქად arCeulad ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ პირველ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო რაოდენობის ხმა, ტარდება მეორე ტური, სადაც მონაწილეობს ორი ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი.

პატრიარქის აღსაყდრება

არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია ტარდება მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. ამის შემდეგ ის ოფიციალურად იწყებს მსახურებას როგორც: „უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, პატრიარქი ირჩევა სამუდამოდ - სიცოცხლის ბოლომდე.