Loading data...
Prime Time-ს ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ

Prime Time - ს ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ.

წყარო „ლელოდან“ გვიყვება, რომ ამჟამად პარტიაში მძიმე მდგომარეობაა. ერთი მხრივ პარტიამ გახარიასთან ერთად შეასრულა ბრიუსელიდან კონკრეტული ადამიანების მოთხოვნა და ჩაერთო საარჩევნო პროცესში, თუმცა ოპოზიციაში არსებული ზოგადი მძიმე ფონის გამო - „ლელომ“ სრულყოფილად ვერ შეძლო საარჩევნო გარემოსთან ადაპტაცია და ოლქების დიდ ნაწილში ვერც მერობის კანდიდატები დაასახელა და ვერც მაჟორიტარები.

წყარო "ლელოდან" იმასაც გვიდასტურებს, რომ ხაზარაძეს პრობლემები აქვს უშუალოდ პარტიის ლიდერშიპში, რაც ნაწილობრივ საჯაროდაც დადასტურდა, როდესაც მერობის კანდიდატად არდასახელების გამო საბა ბუაძემ პარტია დატოვა. ბუაძის გარდა ხაზარაძის გარემოცვიდან კუპრაძე/ელისაშვილის დაწინაურებას პარტიის სხვა ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან.

რაც შეეხება ბრიუსელში ვიზიტს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ხაზარაძე ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ახალი ინსტრუქციების მისაღებად გაემგზავრა, თუმცა უცნობია რა დავალებებით დაბრუნდება უკან ყოფილი ბანკირი.