პოლონეთის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ
საქართველოში პოლონეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
„თბილისში პოლონეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ქართველ ერს მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ. დაე, მისმა უწმინდესობამ მშვიდად განისვენოს“, - აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
Polish Embassy in Tbilisi expresses its sincere condolences to the Georgian Nation on the passing of His Holiness Ilia II. His Holliness will be always remembered the spiritual Father of the Nation and a symbol of survival in difficult times.
— PLinGEORGIA (@PLinGEORGIA) March 18, 2026
May His Holliness Rest in Peace. pic.twitter.com/YC5NBnWimw
ცნობისთვის, 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ გააკეთა.