Loading data...
პოლიციამ ქუთაისში დაკარგული 32 წლის ლევან ხაჭაპურიძე უვნებელი იპოვა და ოჯახში დააბრუნა

„პოლიციამ ქუთაისში დაკარგული 32 წლის ლევან ხაჭაპურიძე უვნებელი იპოვა და ოჯახში დააბრუნა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი ჯემალ ფირცხალავა წერს. 

„დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის მე-5 განყოფილებას და გადაუდებელი სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს ვინც მთელი 10 საათის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე ლევან ხაჭაპურიძე უვნებელი იპოვეს სათაფლიის ტყეში და დაუბრუნეს საკუთარ ოჯახს“.