1795118724
საზოგადოება
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაადასტურა.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
დაღუპული მცირეწლოვანია.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.