Loading data...
ფილიპინების სამხრეთით ბორანი ჩაიძირა - ბორტზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა

ფილიპინების სამხრეთით ბორანი ჩაიძირა. ბორტზე 332 მგზავრი და ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვის ცნობით, სულ მცირე, 316 ადამიანი გადაარჩინეს და დაკარგულთა ძებნა გრძელდება. სამაშველო ოპერაციების დროს მაშველებმა უკვე იპოვეს, სულ მცირე, 15 გარდაცვლილის ცხედარი, 43 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. 

წინასწარი ინფორმაციით, ბორანს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ჩაიძირა. სამაშველო ოპერაციებში სანაპირო დაცვა, საზღვაო ძალები, საჰაერო დანაყოფები და ადგილობრივი სათევზაო ნავები მონაწილეობდნენ.

ბორანის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.