Loading data...
პესკოვი: როგორ შეგვიძლია, რამე განვიხილოთ კაია კალასთან? ცხადია, არც ჩვენ და არც ამერიკელები არასდროს არაფერს განვიხილავთ მასთან

ცხადია, რომ არც რუსეთი და არც შეერთებული შტატები არასდროს არაფერს განიხილავენ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელთან - კაია კალასთან, მოგვიწევს დაველოდოთ მის წასვლას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ევროპელი ლიდერები არაკომპეტენტურები არიან და პოლიტიკური ხედვის უნარი არ გააჩნიათ.

„როგორ შეგვიძლია, რამე განვიხილოთ კაია კალასთან? ცხადია, რომ არც ჩვენ და არც ამერიკელები არასდროს არაფერს განვიხილავთ მასთან. და ეს აშკარაა. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ მის წასვლას“, - განაცხადა პესკოვმა.