Loading data...
„პატრიარქო, გვიყვარხარ!“ - უწმინდესი სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

უწმინდესი სიონის ტაძარში სამების ტაძრიდან მსვლელობით გადაასვენეს. პატრიარქი სასულიერო პირებმა, მრევლმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგანგებოდ ჩამოსულმა დელეგაციებმა, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა, გზად მოწყობილ დერეფანში განლაგებულმა ჯარმა გააცილა.

პატრიარქს სიონის ტაძართან შეკრებილი ათასობით ადამიანი შეძახილით: პატრიარქო, გვიყვარხარ!“ და ტაშით გამოემშვიდობა.

ინფორმაციისთვის, უწმინდესი 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.