პატრიარქის პატივსაცემად სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი კორიდორი მოეწყო
სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორი მოეწყო.
სამებიდან სიონის ტაძრამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორის დაკრძალვის პროცესია გაიმართება.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს.
უწმინდესს სამების საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.
სიონის ტაძრამდე გზაზე, მოეწყობა ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში.
როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.