პატრიარქის ნათლულები დღეს ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ
დღეს, საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლულები ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
დღეს, 19 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოდან 18 მარტს გადაასვენეს.
პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.
ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება.