პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.
ცვლილების თანახმად, შესაბამისი სუბიექტებისთვის ვალდებულებები ჩნდება, რათა მათ ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ. ცვლილებები ადაპტირებისთვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მომზადებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება დაწესებულებები - ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი, რომლებიც ვალდებულები იქნებიან ვებსაიტები და მობილური აპლიკაციები ხელმისაწვდომი გახადონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით - 84 მომხრე, 7 წინააღმდეგი მიიღო.