1779297539
საზოგადოება
პარლამენტის შენობაზე 26 მაისთან დაკავშირებით საზეიმო ბანერები განთავსდა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისთან დაკავშირებით საზეიმო ბანერები განთავსდა.
ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.